ფეხბურთი

11:48 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "პსჟ? საფრანგეთში ერთადერთი გუნდი არსებობს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა ბევრჯერ შეთავაზეს, მაგრამ საფრანგეთში მისთვის ერთადერთი გუნდი არსებობს - „ლილი“.

ამ მოტივით, ბელგიელი პარიზელთა წინადადებებს მუდმივად უარით ისტუმრებდა.

„პსჟ-ს ხშირად უნდოდა ჩემი ყიდვა, არამხოლოდ ზამთარში, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვამბობდი. ლიგა 1-ში დაბრუნება არ მინდა, თუ ეს გუნდი „ლილი“ არ იქნება, სადაც წლები გავატარე. ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი ნათელი იყო. ცხადია, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი არაა. ვიმეორებ: თუ ლიგა 1-ში დავბრუნდები, ეს „ლილში“ მოხდება“, - უთხრა აზარმა L’Equipe-ს.

შეგახსენებთ, აზარი „ლილის“ ღირსებას 2007-2012 წლებში იცავდა და საფეხბურთო საზოგადოებაც ფრანგული კლუბის მეშვეობით გაიცნო.

0.113207