კალათბურთი

11:21 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილოუკი“ აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

“მილოუკი ბაქსმა“ შინ „პორტლენდი“ 137:129 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „მილოუკი“აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ვისკონსინელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა პორტლენდელები მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა მაკალომმა ჩააგდო. „მილოუკში“ 30 ქულით ბლედსოუ გამოირჩა. იანის ადეტოკუმპომ სამმაგი დუბლი შეასრულა 24 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასი. 15 პასი იანისი პირადი რეკორდია. „მილოუკი“ 12 მოგებით და 3 საგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებით და 3 წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

„ფინიქსი“ საკუთარ დარბაზში „ნიუ ორლეანთან“ 121:124 დამარცხდა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, სადაც ნიუ ორლეანელები დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ანგარიშით ლიდერობდნენ. შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა ინგრამმა ჩააგდო. ჯეი ჯეი რედიკს 26 ქულა ჰქონდა.

„მილოუკი“ – „პორტლენდი“ 137:129 (37:27, 35:31, 35:40, 30:31)

https://www.youtube.com/watch?v=w66zge7Erk8

„ფინიქსი“ – „ნიუ ორლეანი“ 121:124 (33:38, 33:21, 28:36, 27:29)

https://www.youtube.com/watch?v=lsWtT4y8A4w

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111071