ფეხბურთი

23:54 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კუადრადოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ტურინის „იუვენტუსმა“ ხუან კუადრადოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნული ცნობა იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შეთანხმების საფუძველზე, კუადრადო ტურინში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ძვენ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა.

კუადრადო „იუვემ“ 2015 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ ინათხოვრა, ხოლო ერთი წლის თავზე გამოისყიდა. მას შემდეგ კოლუმბიელის ანგარიშზე 151 თამაში, 15 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10158