ლონდონის "არსენალის" გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონასგან" შემოთავაზებას ელოდება და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გაზეთმა Sport-მა გაავრცელა.
აფრიკელ თავდამსხმელს "არსენალთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კლუბი ცდილობს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია "ბარსელონას" ინტერესი ობამეიანგის მიმართ.
პიერ-ემერიკი "არსენალში" "დორტმუნდიდან" 2018 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ ობამეიანგმა 79 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. გაბონელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.