ფეხბურთი

20:00 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ კეინის შენარჩუნება მოითხოვა

"ტოტენჰემის" ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თანამდებობის დაკავებამდე კლუბის ხელმძღვანელობას ჰარი კეინის მინიმუმ 18 თვით შენარჩუნება მოსთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია Daily Express-მა გაავრცელა.

ჰარი კეინი ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და მაურისიო პოჩეტინოს გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასევე, ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტი მზადაა კრისტიან ერიკსენი, იან ვერტონგენი და ტობი ალდერვეირელდი გუნდიდან გაუშვას თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებენ.

ჟოზე მოურინიომ კლუბი მიმდინარე კვირაში ჩაიბარა და თანამდებობაზე შეცვალა მაურისიო პოჩეტინო, რომელიც გუნდს ხუთი წლის განმავლობაში წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111357