ფეხბურთი

17:53 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ „რეალს“ მბაპეს შეეცილება

„იუვენტუსი,“ მადრიდის „რეალს,“ პსჟ-ის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს გადასაბირებლად კონკურენციას გაუწევს.

რამდენიმე დღის წინათ, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, მიშელ პლატინიმ, განაცხადა, რომ მბაპე იდეალურად მოერგებოდა იტალიის ჩემპიონებს.

„ძალიან მომწონს ნეიმარი. მაგრამ არის კიდევ ერთი ბიჭუნა, რომელიც მასთან ერთად თამაშობს „პარი სენ-ჟერმენში.“ მასაც არა უშავს. მბაპე მომავალი ათი წლის განმავლობაში ვარსკვლავი იქნება. ვერ გეტყვით, რამდენად შეუძლია „იუვენტუსს“ ამჟამად მისი შეძენა, მაგრამ მომავალში ის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდება, იმიტომ, რომ მისი სატრანსფერო ფასი ასტრონომიულად გაიზრდება.“ - ციტირებს პლატინის სიტყვებს Tuttosport.

„რეალი“ კი კარგა ხანია მბაპეს უტრიალებს. ტაბლოიდები წერდნენ, ყმაწვილის დედა და „სამეფო კლუბის“ წარმომადგენელი უკვე შეხვდნენ ერთმანეთსო. თუმცა, გამოცემა ამტკიცებს, რომ „ბებერი ქალბატონიც“ დაინტერესებულოა ფრანგით და იმედოვნებენ, რომ მბაპე სწორედ ტურინში დაიდებს ბინას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10976