ჩოგბურთი

16:18 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიმის დედამ, შვილის ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ, ტატუების კეთება დაიწყო

ვოლფგანგ ტიმმა, ავსტრიელი ჩოგბურთელის, დომინიკ ტიმის მამამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეუღლემ, დომინიკის დედამ, კარინმა, შვილის ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ ტატუების კეთება დაიწყო. 2019 წელს ტიმმა ინდიან-უელსის, ბარსელონის, კიცბიულეს, პეკინისა და ვენის ტურნირებზე გაიმარჯვა.

„პირველად დედამისმა ტატუ ინდიან-უელსის ტრიუმფის შემდეგ გაიკეთა. ახლა კი ყოველი ტიტულის შემდეგ თითოს ამატებს. რაც შემეხება მე, არანაირი ტატუს გაკეთებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მეშინია.“ - უთხრა ჰერ ვოლფგანგმა Tennis World USA-ს.

ტიმს კიდევ ერთი შეჯიბრის მოგება შეეძლო, მაგრამ ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112333