სხვა

0:42 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი, ჩემპიონთა ლიგა - "დინამომ" ზედიზედ მეხუთედ წააგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ B ჯგუფში მეხუთე მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა. რევაზ ჩომახიძის გუნდი საფრანგეთში, „მარსელს“ ესტუმრა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ფრანგები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ოთხივე პერიოდი მოიგეს. ამის ფონზე რა გასაკვირია, რომ სოლიდური სხვაობა დაფიქსირდა - 17:7.

„მარსელის“ გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ფრანგულმა გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და წინა ტურში უნგრეთში „ბუდაპეშტის“ ძლევით სენსაციაც მოახდინა.

„დინამო თბილისი“ 5 ტურის შემდეგ უქულოდ ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, სახლში გერმანულ „ჰანოვერთან“ ჩაატარებს.

„მარსელი“ – „დინამო“ 17:7 (5:1, 5:2, 3:2, 4:2)

გოლები: 1:0 ბლარი (08:00), 2:0 კრუსილატი (04:57), 3:0 კრუსილატი (04:11), 3:1 მაგრაქველიძე (03:42), 4:1 ვუკიჩევიჩი (02:37), 5:1 დურდიჩი (00:15), 6:1 სცეპანოვიჩი (07:33), 7:1 დურდიჩი (06:36), 7:2 იმნაიშვილი (04:22), 8:2 კოვაჩევიჩი (03:53), 9:2 ოლივონი (03:14), 10:2 მარიონ-ვერნუ (02:10), 10:3 იელაჩა (00:32), 11:3 კრუსილატი (06:32), 12:3 კამარასა (05:12), 12:4 ვაპენსკი (03:16),13:4 იზდინსკი (02:53), 13:5 ვაპენსკი (01:45), 14:5 მარიონ-ვერნუ (05:36), 14:6 შუშიაშვილი (05:11), 15:6 ბლარი (04:54), 16:6 ბლარი (03:00), 17:6 კამარასა (01:03), 17:7 იელაჩა (00:44)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113589