ფეხბურთი

23:28 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის თაობაზე რაიოლასთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიურმა „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასაბირებლად მუშაობა დაიწყო. Sky Sport-ის ინფორმაციით, „როსონერის“ წარმომადგენლები შვედის აგენტ მინო რაიოლას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენმად არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზლატანის „მილანში“ დაბრუნება. იბრას ლომბარდიული გრანდის გარდა, „ბოლონიაც“ ეპატიჟება, რომელიც მზადაა 6-ტვიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. 38 წლის შვედმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108365