თამაშგარე

9:20 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუს ცოლის სარესტორნო ბიზნესი

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის ლუიშ ფიგუს ცოლი, ყოფილი მოდელი და მსახიობი ელენ სვედინი უკვე ათ წელზე მეტია, რასც სამოდელო ფიცარნაგიდან წავიდა და პირადი ცხოვრების სიტკბოებას ისიგრძეგანებს. ამას გარდა, ელენი ბოლო დროს სარესტორნო ბიზნესითაც დაინტერესდა.

ვინც არ იცით გეტყვით, რომ ლუიშის ცოლი ერთ დროს ეროტიკული ჟანრის ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას და მის გამო პორტუგალიელ მობურთალსა და მის ცოლს მოქირქილენი არასოდეს აკლდნენ. ერთ მშვენიერ მაგრამ მოწყენილ დღეს კი თავად სვედინმაც აღიარა წარსული და განაცხადა - ჩემს წარსულზე ფიგუ არაფერს ამბობს და თქვენ რა ოხრობა გინდათო...

რაც შეეხება ლუიშ ფიგუს ცოლის ბოლოდროინდელ სარესტორნო ამბებს, ელენმა ნიუ იორკში საკუთარი მაღალი კლასის რესტორანი გახსნა და ახლა ამ რესტორნის გაპიარებითაა დაკავებული. სვედინი ამბობს, რომ მას უნდა შექმნას მაგალითი რესტორნისა, რომელიც ხარისხის ნიმუში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148048