ჩოგბურთი

19:52 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა სერბეთს მოაგებინა

დევისის თასის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთი იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. იაპონია გუნდის ლიდერის კეი ნიშიკორის გარეშე ასპარეზობს.

ფილიპ კრაიანოვიჩმა სუგიტა 6:4, 6:2 დაამარცხა. ხოლო ჯოკოვიჩმა ნიკიოკას მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო 6:1, 6:2. ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს რომ გამარჯვება ჩაეთვალოს ორი შეხვედრა უნდა მოიგოს, რაც სერბეთმა მოახერხა. ამავე ჯგუფში ასპარეზობს საფრანგეთი, რომელმაც იაპონიას 2:1 მოუგო.

ხვალ სერბეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება მათ შორის მოგებული შემდეგ ეტაპზე გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114954