ფეხბურთი

15:51 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დიდი მადლობა გამხნევებისთვის" - ოთარ კაკაბაძეს რამდენიმე კვირა გაუცდება

საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს დაახლოებით თვენახევარი გაუცდება. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ხორვატიასთან სპარინგში მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით პირველივე ტაიმში მოუწია.

„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო წლის ბოლო თამაში ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით, წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია“, - დაწერა სოციალურ ქსელში კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოთარი „ლუცერნის“ ძირითად შემადგენლობაზე მუდმივად ხვდებოდა, თუმცა, ახლა ტრავმის გამო მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს და დიდი ალბათობით, მოედანს 2020 წლის იანვარში დაუბრუნდება.

0.127172