ფეხბურთი

14:21 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „პოჩეტინოს გათავისუფლება ცოტა უცნაური და არანორმალურია“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, თავისი აზრი გამოთქვა „ტოტენჰემიდან“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნის შესახებ.

„გაკვირვებული ვარ. მართალია, „ტოტენჰემმა“ ცუდად დაიწყო სეზონი, მაგრამ ბოლო წლებში მან იქ უდიდესი სამუშაო გასწია. დათხოვნის დროც უცნაურად მომეჩვენა. თავიდან მეგონა, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყვიტეს. მაგრამ, როცა შევიტყვე, რომ გაათავისუფლეს, ცოტა უცნაურად და არანორმალურად მომეჩვენა. იმის გათვალისწინებით, რაც კლუბისთვის გააკეთა.

ვფიქრობ, მისთვის სეაზონის ბილომდე უნდა მიეცათ დრო. „ტოტენჰემი“ საერთოდ, ტოპ ექვსეულის გუნდია, არგენტინელმა კი ის საუკეთესო ოთხეულში დაამკვიდრა და კინაღამ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

მართალია, მასთან ერთად „ტოტენჰემს“ არაფერი მოუგია, მაგრამ მაურისიომ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115276