ფეხბურთი

11:48 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია შესარჩევის ყველაზე შედეგიანი ნაკრებია

გუშინ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპი დასრულა. ტურნირის ყველაზე შედეგიანი ნაკრები ბელგია გახლდათ, რომელმაც ყველაზე მეტი 40 გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები სამი გოლი გაუშვა. 37-37 გოლი იტალიამ და ინგლისმა გაიტანეს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ყველაზე მეტი 42 გოლი ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზე გაიტანა, სადაც 11 გოლით რაული ბომბარდირი გახდა.

მარტინესის შეგირდებმა ათივე შეხვედრა მოიგეს, მასგავსი შედეგი ასევე იტალიის ნაკრებმა დააფიქსირა.

ბელგიელთაგან ყველაზე მეტი 7 გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113992