კალათბურთი

11:15 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი პარკეტს 10 ქულით დაუბრუნდა, ლებრონის იტორიული შედეგი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „ოკლაჰომას“ 112:107 აჯობა. „ლეიკერსი“ მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ოკლაჰომელები მდევრის როლში გახლდნენ. ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ყველა გუნდთან სამმაგი დუბლი შეასრულა. „მეფემ“ 25 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. ენტონი დევისმა 34 ქულა ჩააგდო. „ოკლაჰომაში“ 31 ქულით დენის შროდერი გამოირჩა.

„ნიუ ორლეანმა“ საკუთარ დარბაზში „პორტლენდი“ 115:104 დაამარცხა. პორტლენდელთა რიგებში თავის პირველი სადებიუტო შეხვედრა კარმელო ენტონიმ ჩაატარა, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. ჰოლიდეიმ 22 ქულა და 10 პასი მიითვალა.

„გოლდენ სტეიტმა“ მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო. „მეომრებმა“ გასვლაზე „მემფისი“ 114:95 დაამარცხეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ბარკსმა ჩააგდო. „გოლდენ სტეიტი“ 3 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

„მემფისი“ – „გოლდენ სტეიტი“ 95:114 (30:28, 16:33, 26:22, 23:31)

https://www.youtube.com/watch?v=gd2rf0aq6vA

„ნიუ ორლეანი“ – „პორტლენდი“ 115:104 (27:28, 26:26, 35:25, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=H8SEKtjn7LE

„საკრამენტო“ – „ფინიქსი“ 120:116 (33:19, 29:26, 25:30, 33:41)

https://www.youtube.com/watch?v=mZYDjdBvRiw

„ლეიკერსი“ – „ოკლაჰომა“ 112:107 (33:28, 30:25, 30:34, 19:20)

https://www.youtube.com/watch?v=YTxpTZGdS-o

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108135