სხვა

10:49 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის მთავარი სტადიონის მშენებლობა დასრულებულია

იაპონიის სპორტის საბჭოს განცხადებით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უმთავრესი სარბიელის - ეროვნული ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა სრულიად დასრულებულია და მზადაა ასპარეზობების მისაღებად.

არქიტექტორ კენგო კუმას პროექტით შემუშავებული 68-ათასიანი ტევადობის სტადიონის მშენებლობა 1,4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.

ახალი ეროვნული სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო, აიგო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენის ადგილზე. ახალი ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, მძლეოსნობას და საფეხბურთო მატჩებს.

სტადიონის გახსნა დაგეგმილია 21 დეკემბერს, ხოლო პირველი ოფიციალური შეჯიბრება (ფეხბურთში იმპერატორის თასის ფინალი) ჩატარდება 2020 წლის 1 იანვარს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115272