ფეხბურთი

21:49 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბონუჩიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

32 წლის "იუვნტუსის" იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძივა, აღნიშნულ ინფორმაცია იტალიის ჩემპიონის ვებგვერდმა დაადასტურა.

ტურინელტა ვებგვერდის ცნობით, ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა, აქამდე ხელშეკრულება მცველს "ბებერ ქალბატონთან" 2023 წლამდე აკავშირებდა. ახალი კონტრაქტით ბონუჩის გასამრჯელო ჯერჯერობით უცნობია.

ლეონარდო "იუვენტუსში" 2018 წელს "მილანიდან" გადავიდა. იქამდე 2010/17 წლებში მოედანზე ასევე ტურნინული მაისურით ირჯებოდა. ჯამში ბონუჩის "იუვენტუსში" 376 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 23 გოლი გაიტანა.

0.135571