ფეხბურთი

22:16 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ჰოლანდისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ავსტრიული „ზალცბურგის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ევროპული გრანდების სამიზნეა. ნორვეგიელის მამა ალფ-ინგ ჰოლანდი კი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ოლე გუნარ სოლსკიაერს შეხვდა.

ბრიტანულმა მედიამ კი, ეს ფაქტი მაშინვე ჰოლანდის „წითელ ეშმაკებში“ სავარაუდო ტრანსფერს დაუკავშირა.

ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალი არ გაჟღერებულა, თუმცა მამამისის მანკუნიანელთა ბანაკში სტუმრობა უკვე საინტერესო ნიუანსია.

ჰოლანდის შეძენით ევროპის პრაქტიკულად ყველა მოწინავე გუნდია დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 19 წლის შემტევმა 18 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122201