სხვა

19:03 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

უძლიერესი 12 გამოვლინდა  

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა პირველი რაუნდი და გამოვლინდა მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილე. 24 იანვრამდე შეჯიბრებაზე პაუზაა, 30 ნოემბრიდან კი იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

6 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-6/1801907

მონაწილე 16 გუნდიდან მეორე ეტაპზე ვერ გავიდნენ პოლონეთის ლიუბლინი, ხორვატიის პოდრავკა, გერმანიის ბიტიგჰაიმი და ჩეხეთის მოსტი. 6-6 მოგებით დაასრულეს პირველი რაუნდი ტურნირის ბოლო სამი წლის გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმა და საფრანგეთის ბრესტმა. მეორე ეტაპზე ეს ორი გუნდი 4-4 მოგებითა და 8-8 ქულით გადავიდა.

მეორე რაუნდში შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი საიდანაც, 4-4 საუკეთესო გავა მეოთხედფინალში. იქამდე გუნდებს კიდევ 6-6 მატჩი აქვთ სათამაშო.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019-20, ქალები.

პირველი ჯგუფური ეტაპი, 6 ტური, 16-17 ნოემბერი

მეორე ეტაპზე გავიდა 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი: მეცი 10, კრიტიანსანდი 7, ფერენცვაროში 5 - პოდრავკა 2

კრისტიანსანდი (ნორ) - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 34-28

დალი 11, ლოკე 7 - ცაკალუ 7, გიორგიევსკა 4

მეცი (საფ) - ფერენცვაროში (უნგ) 24-24

ზაადი 8 - შაცლი 7, ჰაფრა, ლუკაჩი 5

B ჯგუფი: როსტოვი 9, ესბიერგი 8, CSM ბუკურეშტი 7, - ლიუბლინი 0

როსტოვი (რუს) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 23-22

ვიახირევა 5 - ნიაგუ 8, მარტინი, პინტეა 4

ესბიერგი (დან) - ლიუბლინი (პოლ) 35-22

ბრაისტოლი, დანიელსონი 6 - ახრუკი 5

C ჯგუფი: ბრესტ-ბრეტონი 12, ბუდუჩნოსტი 8, რამნიკუ ვალჩეა 2 - ბიტიგჰაიმი 2

რამნიკუ ვალჩეა (რუმ) - ბრესტ-ბრეტონი (საფ) 23-26

გლიბკო, გონსალესი 5 - კოატანეა, პოპ-ლაზიჩი 5

ბუდუჩნოსტი (მნტ) - ბიტიგჰაიმი (გერ) 34-28

რადიჩევიჩი 8, ბრნოვიჩი 6 - ნაიძინავიჩუსი 6, ფისერი, ვიოლერი 5

D ჯგუფი: დიორი 12, სევეჰოფი 5, კრიმ მერკატორი 4 - ბანიკ მოსტი 3

დიორი (უნგ) - ბანიკ მოსტი (ჩეხ) 35-29

ნზემინკო 8, ოფტედალი 7, ბრატსეტი ბულატოვიჩი 6 - მანაკოვა 4

კრიმ მერკატორი (სლნ) - სევეჰოფი (შვდ) 26-28

ბარიჩი 9, ზულიჩი 6 - დანო, ლუნდბეკი 5

მეორე ჯგუფური ეტაპი: 2020 წლის 24 იანვრიდან

A ჯგ: მეცი 6 ქულა, კრისტიანსანდი 5, როსტოვი 5, ესბიერგი 4, ბუკურეშტი 3, ფერენცვაროში 1

B ჯგ: დიორი 8, ბრესტი 8, ბუდუჩნოსტი 4, კრიმი 2, სევეჰოფი 2, ვალჩეა 0

0.122396