ფეხბურთი

16:15 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის მშენებარე ფეხბურთის სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

შპს სტადიონის დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით, ბათუმის მშენებარე სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო. გულშემატკივრებმა და დაინტერესებულმა პირებმა ლურჯი ფერი აირჩიეს.

კონსტრუქცია 2 სახისაა: სტაციონალური და დასაკეცი. პირველ იარუსზე სტაციონალური, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები განთავსდება. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. თითოეული სკამი ანტივანდალური, ცეცხლმედეგი და მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია, შესაბამისად საექსპლუატაციო ვადა საკმაოდ მაღალია.

0.152202