ფეხბურთი

9:07 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „რეკორდებს მაშინ აქვს ფასი, როცა ტიტულებს იგებ“

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, სომხეთთან გამარჯვების შემდეგ (9:1), იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„შესანიშნავი საღამო იყო. ბოლო მატჩი ამ შესარჩევ ეტაპზე. ჩვენს დროში სანაკრებო დონეზე ცხრა გოლის გატანა იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, რეკორდებს ფასი მაშინ აქვს, როცა ტიტულებს იგებ. თუ ასევე გავაგრძელებთ, დიდებული იქნება.

არასოდეს მოგვიგია 10 შესარჩევი მატჩი ზედიზედ. ვნახოთ, რა მოხდება ევრო 2020-ზე. მოსამზადებლად კიდევ ექვსი თვე გვაქვს. სამწუხაროდ, რომელიმე ფეხბურთლის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევს, რადგან ტურნირზე მხოლოდ 23 მოთამაშის წაყვანა შეიძლება.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Rai Sport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114407