ფეხბურთი

3:35 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა

იტალიის ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში სომხეთის ნაკრები 9:1 გაანადგურა (VIDEO). პალერმოში, „რენცო ბარბერაზე“ გოლების წვიმასთან ერთად რეკორდების წვიმაც იყო.

„სკუადრა აძურამ“ თავის ისტორიაში პირველად მოიგო ერთ კონკრეტულ შესარჩევ ეტაპზე ყველა თამაში (ათიდან ათი). ამასთან, რობერტო მანჩინის გუნდმა მიჯრით მე-11 გამარჯვება იზეიმა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია (10 მოგებაც ამ ფორმაციის გუნდმა სამი დღის წინ დააფიქსირა).

პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში შვიდმა იტალიელმა ფეხბურთელმა გაიტანა, ხოლო ისტორიაში მეოთხედ და 1948(!) წლის შემდეგ პირველად აპენინელებმა მატჩში 9 გოლი გაიტანეს...

ნამატჩევს, რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ 9 გოლის გატანა შემთხვევითობა არაა და ძნელია ამ სიტყვებში შევედაოთ. იტალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და სამივე თამაშს (ჯგუფურ ეტაპზე) რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართავს. მეტოქეები კი, 30 ნოემბერს გაირკვევა, როდესაც ბუქარესტში ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ სომხეთის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. 1997 წლის 30 მარტს, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 7:0 გაანადგურა და ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იყო ჩვენი მეზობლებისთვის, თუმცა, ახლა ეს მიღწევა იტალიელთა აქტივში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120275