ფეხბურთი

1:24 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "შანსი ახალ ფეხბურთელებს მიეცემათ"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მიიჩნევს, რომ ხორვატიას არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. მიუხედავად ამისა, სლოვაკი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებს.

გარდა ამისა, ვაისის თქმით, თავის გამოჩენის შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებიც ოფიციალურ მატჩებში ნაკლებად თამაშობდნენ.

"ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ.

რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. მათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112309