ფეხბურთი

23:45 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ივან პერიშიჩის პრესკონფერენცია საქართველოსთან მატჩამდე

ხორვატიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მთლიანად ხორვატიის ნაკრებზე ისაუბრა.

„ყველა თვალი ჩვენ გვიყურებს და ყოველ თამაშზე დიდი დაკვირვების ქვეშ ვართ, ეს კი, ადვილი არაა. ჩვენ მზად ვართ ახალი მატჩებისთვის, ახალი გამარჯვებებისთვის. იმედია ახალი ფეხბურთელები თავს კარგად წარმოაჩენენ. ყველა პოზიციაზე 2-3 მოთამაშე გვყავს და თუ ვინმე ფორმაში არაა, მათი შემცვლელები მზად არიან და ყველა ელოდება თავის შანსს.

პულა? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სად ვითამაშებთ, მინდა, რომ გულშემატკივრებთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ევროპის ჩემპიონატამდე. ისინი ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ, რადგან მათთან ერთად შეგვიძლია დიდი საქმის გაკეთება და უფრო ადვილი იქნება“, - თქვა პერიშიჩმა.

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111368