ფეხბურთი

15:34 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი: "დე ლიხტს "ბარსელონაში" გარანტირებული ადგილი არ ექნებოდა და ამიტომ არ გადმოვიდა"

„ბარსელონას“ მენეჯერმა ერიკ აბიდალმა მატიას დე ლიხტის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა. ფრანგის განცხადებით, დე ლიხტმა კატალონიაში გადასვლა არ მოინდომა, რადგან იცოდა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნებოდა.

„დე ლიხტს ჩვენთან მოსვლა არ უნდოდა. ვფიქრობ, რომ მას მუდმივი თამაში სურდა და აქ, „ბარსელონაში“ არავის აქვს გარანტირებული ადგილი და სწორედ ამიტომ წავიდა „იუვენტუსში“, - თქვა აბიდალმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ 12 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111672