კალათბურთი

14:12 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

დასრულდა 14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი – ჯგუფური ეტაპი. 4 ჯგუფში განაწილებული 22 გუნდიდან 8 საუკეთესომ მოიპოვა პლეი ოფის საგზური. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გავიდა, რომლებმაც ავტომატურად მიიღეს საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები.

თბილისის ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა 19 ნოემბრიდან განახლდება. მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: იბერი 1 – აკადემია 2, ზაზა 1 – ზაზა 3, ჰიუნდაი 1 – იბერი 2 და ვინგსი 1 – აკადემია 1. სერია ერთ მოგებამდეა, ნახევარფინალები 20 ნოემბერს, ხოლო ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის – 21 ნოემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126479