ჩოგბურთი

11:42 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

წლის შემაჯამებელი ტურნირი 21 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასის გამარჯვებით დასრულდა. 2001 წლის შემდეგ ციციპასი გახდა აღნიშნული ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. 18 წლის წინ 20 წლის ლეიტონ ჰიუტმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ციციპასმა ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკი ტიმმა 8:6 მოიგო. მეორე პარტია ბერძენმა ორი ბრეიკით მოიგო. გადამწყვეტ მესამე სეტში სტეფანოსი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ დომინიკმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ამჯერად უკეთესი ციციპასი გამოდგა, 7:4 იმარჯვა და კარიერაში ყველაზე დიდი ტიტული მოიპოვა.

ციციპასმა ამ გამრჯვებით 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი მოიპოვა.

0.118273