სხვა

0:12 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე.

უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს: ფოთი, აჭარა და პეგასი. შაბათ-კვირას მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში იყო.

შარშანდელმა ჩემპიონმა აჭარის გუნდმა 53-23 დამარცხა ქუთაისი, ხოლო ფოთმა მოუგო ზუგდიდსა, სენაკსა და ქუთაისს. სამივე ამ გუნდს მხოლოდ მოგებები აქვს, ფოთს კი ერთი მატჩით მეტი აქვს და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდმა ერთმანეთში უკვე ითამაშა, დასავლეთის 8 გუნდს კი კიდევ ორი სათამაშო დღე აქვს - 30 ნოემბერსა და 7 დეკემბერს გუნდები ზესფატონის სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შემდეგ ტურნირი თებერვალში გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მატჩებით და ჩემპიონატის პირველი ეტაპიც დასრულდება.

უმცროსი ასაკის გოგონებს შორის 14 გუნდი თამაშობს. 12-13 წლამდელების შეჯიბრებას 3 მოგებით ლიდერობენ ტყიბულის გუნდი, რომელმაც დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში წყალტუბო დაამარცხა, 14-6 და ფოთის ოქროს ვერძი, ვინც მოუგო აჭარას 14-5 და ქუთაისს.

2 მატჩიდან 2 მოგება აქვს თელავს, ასევე უდანაკარგოდაა გორის გუნდი, ოღონდ მათ სულ ერთი მატჩი აქვთ ნათამა შები. ჩემპიონატი 2020 წლის თებერვალში გაგრძელდება. ჩემპიონი 14 გუნდის ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

სენაკის სპორტის სასახლე, 16 ნოემბერი. ქუთაისი - სენაკი 29-7, ფოთი - ზუგდიდი 25-15, ქუთაისი - აჭარა 23-53, ტყიბული - ზუგდიდი 0-21, სამტრედია - წყალტუბო 26-19, სენაკი - ტყიბული 25-12. 17 ნოემბერი. ფოთი - ქუთაისი 17-9, ზუგდიდი - წყალტუბო 15-16, ფოთი - სენაკი 30-9, ქუთაისი - სამტრედია 13-21

მსაჯები გ. გველესიანი, თ. ბჟალავა, ჩოგოვაძე

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

ფოთი----------5---5---0---0---127-70--10

აჭარა-----------4---4---0---0---177-67---8

პეგასი----------4---4---0---0----93-42---8

ქარიშხალა----4---3---0---1----84-59---6

სამტრედია----5---3---0---2---124-108--6

ზუგდიდი-----4---2---0---2----83-45---4

წყალტუბო----5---2---0---3---90-113---4

ქუთაისი-------5---2---0---3---83-103---4

თელავი--------4---2---0---2----61-89---4

რუსთავი------4---1---0---3----65-79---2

სენაკი----------6---1---0---5---60-180—2

ქარელი--------4---0---0---4----57-91---0

ტყიბული------4---0---0---4----21-79---0

გაგრძელდება 30 ნოემბერს

--

გოგონები, 2006-07

16 ნოემბერი, გლდანი, მამული - პეგასი 3-5, პეგასი - 53 სკოლა 4-2

მსაჯები: ქ. ცინცაძე, მ. ცინცაძე, ი. ჭკუასელი

17 ნოემბერი, სენაკი. აჭარა - ფოთი 5-14, ზუგდიდი - წყალტუბო 6-5, ბსგ ბათუმი - სამტრედია 9-1, ქუთაისი - ფოთი 1-13, ტყიბული - წყალტუბო 14-6, აჭარა - ზუგდიდი 5-4, სამტრედია - ქუთაისი 5-5

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, თ. კევლიშვილი

---------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

ტყიბული-----3---3---0---0---38-11---6

ფოთი----------3---3---0---0---37-10---6

ზუგდიდი----4---3---0---1----22-12---6

თელავი-------2---2---0---0-----36-8---4

აჭარა-----------4---2---0---2---21-29---4

პეგასი---------3---2---0---1---13-23---4

გორი-----------1---1---0---0----11-3---2

წყალტუბო----4---1---0---3---31-31---2

ქარიშხალა----2---1---0---1---18-19---2

ბათუმი--------3---1---0---2----9-13---2

სამტრედია----4---0---1---3----8-33---1

ქუთაისი-------3---0---1---2----7-34---1

53 სკოლა------2---0---0---2----5-15---0

მამული--------2---0---0---2----4-19---0

გაგრძელდება თებერვალში

0.103159