სხვა

23:04 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძის სამი ოქრო საერთაშორისო ტურნირზე

ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე პარალელურად ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც თამაშდებოდა.

ტალახაძემ ატაცში 208 კგ დააფიქსირა, აკვრაში 242 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 450გკ დაუგროვდა და სამივე დისციპლინაში ბადალი არ ჰყოლია.

აქვე ვთქვათ, რომ ქართველმა ძალოსანმა საკუთარ აქტივს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც შემატა.

0.112934