სხვა

1:22 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ დაკარს სტუმრობდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი 2022 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ დაკარს სტუმრობდა.

ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელი მომავალ მულტისპორტულ ასპარეზობათა არენებისა მზადებას გაეცნო. მათ შორის, მოინახულა დაკარის 50-მეტრიანი საცურაო აუზი და საწყლოსნო ცენტრი, ასევე დაათვალიერა ურბანული სპორტის ცენტრი.

თომას ბახი შეხვდა დაკარის ახალგაზრდობას და ტაეკვონდოში, ფარიკაობაში და კარატეში საჩვენებელ ასპარეზობებშიც მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, დაკარიში პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტმა მაკი სალიმ IOC-ის პრეზიდენტს გადასცა სენეგალის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო Ordre National du Lion-ის („ლომის ეროვნული ორდენი").

IOC-ის პრეზიდენტს ასევე უმასპინძლეს სენეგალის ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში.

აღსანიშნავია, რომ დაკარში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები პირველი ოლიმპიური ღონისძიება იქნება, რომელსაც აფრიკის კონტინენტი უმასპინძლებს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115499