ფეხბურთი

18:33 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტიუარდი გულშემატკივარს დაედევნა, მაგრამ პოლონელმა ფეხბურთელმა წააქცია (+VIDEO)

კურიოზული ინციდენტი მოხდა ისრაელი - პოლონეთის შეხვედრაში. მატჩის მიწურულს მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც დაუყოვნებლივ სტიუარდი დაედევნდა, მაგრამ წარუმატებლად.

სტიურადი გზად პოლონელ მცველ ტომაში კეძიორას გადაეყარა და ორივე ძირს დაეცა. ფეხბურთელმა კი, შეჯახების შემდეგ მცირე დაზიანება მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა.

შეხვედრა საბოლოოდ, პოლონეთის ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

0.111866