ფეხბურთი

19:05 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს მწვრთნელი: "სტერლინგის შეჩერება? ფეხი უნდა მოვტეხოთ!"

კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერნარ შალანდი მზადაა ინგლისთან მატჩში რაჰიმ სტერლინგის მისმა შეგირდებმა ფეხი მოატეხონ. შვეიცარიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ინგლისელებთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იხუმრა.

„ჩვენთვის ეს ორმაგად ცუდი ამბავია, რადგან სტერლინგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იმის გამო, რაც მოხდა, უფრო მოტივირებული იქნება. შეტევაში ინგლისის ნაკრების სიძლიერიდან გამომდინარე, გუნდურად უნდა ვითამაშოთ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე და შეგვიძლია გამოსავალი მოვძებნოთ. ან შეგვიძლია მასფეხი მოვტეხოთ! თუმცა, ეს არაა ჩვენი სტილი, ჩვენ ძალიან გულკეთილები ვართ ასეთი რამის გაკეთებისთვის. მაგრამ, თუ ერთად ვითამაშებთ, მისი შეჩერება პრობლემა არ იქნება“, - თქვა შალანდმა.

შეგახსენებთ, კოსოვოს ნაკრებმა ჩეხეთთან (1:2) წაგების შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და ერთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც შესაძლოა საქართველოს ნაკრების მეტოქეც გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110883