ფეხბურთი

17:59 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელი გაათავისუფლეს, რადგან მისმა გუნდმა 27:0 მოიგო...

იტალიის ერთ-ერთ ახალგაზრდულ ლიგაში „ინვიკტასაურომ“ „მარინა“ 27:0 გაანაგდურა. ამ ფაქტმა კი, გამარჯვებული გუნდის პრეზიდენტი გააცხარა და მთავარი მწვრთნელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

„მწვრთნელები პირველ რიგში ახალგაზრდებს პატივისცემას უნდა ასწავლიდნენ“, - თქვა მან.

პაოლო ბროგელის არ მოუწონა, რომ მისმა გუნდმა მეტოქისადმი უპაივცემულობა გამოიჩინა და 27 უპასუხო გოლი გაუტანა. ამიტომ, მწვრთნელი გაათავისუფლა.

„გაოცებული და დამწუხრებული ვარ, რომ „მარინას“ ახალგაზრდულ გუნდს 27 გოლი გავუტანეთ. ისინი ახალგაზრდული ფეხბურთის სამყაროს ნაწილი არიან და მე ვფიქრობ, მეტოქეს ყოველთვის პატივის უნდა ვცემდეთ, დღეს ეს არ მომხდარა. მე, როგორც პრეზიდენტი გულწრფელად ბოდიშს ვიხდი „მარინას“ გუნდის წევრების მიმართ და საბჭომ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ მწვრთბელი რიჩინი გავათავისუფლოთ. ჩვენ მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ ასეთი დავალება: გაწვრთნან ფეხბურთელები და უპირველეს ყოვლისა, აღზარდონ ბავშვები. ეს კი, ამ თამაშში არ მომხდარა“, - თქვა ბროგელიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133977