ფეხბურთი

15:15 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩემი გუნდით ვამაყობ"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული (0:0) ევროპის ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა.

"ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი გუნდით. მატჩი ისე წარიმართა, როგორც ველოდით. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურად მივუდექით საქმეს და საჭირო ქულა ავიღეთ. ვფიქრობ დიდ შედეგს მივაღწიეთ." - განუცხადა NOS TV-ს კუმანმა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა. შესარჩევ ჯგუფში ჰოლანდიას ბოლოსწინა მატჩში ფრე აძლევდა ხელს. ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანიაა 18 ქულით, ხოლო ჰოლანდიას 16 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

0.114395