ფეხბურთი

14:43 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯანლუკა ბუზიოთი დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "კანზასის" იტალიური ფესვების მქონე 17 წლის ჯანლუკა ბუზიოთი დაინტერესდა. როგორც Tuttomercato იუწყება, ფეხბურთელით "წითელი ეშმაკების გარდა მილანის "ინტერიცაა" დაინტერესებული.

ბუზიო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი ჩრდილოეთ კაროლინას ახალგაზრდულ გუნდში 2016 წლამდე თამაშობდა და "კანზასს" ამის შემდეგ შეუერთდა. ფეხბურთელი "სვოუპ პარკ რეინჯერსში" ორჯერ იყო განათხოვრებული. 2019 წელს კი MLS-ში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუზიო აშშ-ს 15 და 17 წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116135