ფეხბურთი

14:15 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კომანი სანეს სანაცვლოდ

"მანჩესტერ სიტი" ლეროი სანეს "ბაიერნში" გადასვლის შემთხვევაში კინგსლი კომანის დამატებას შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. სანეს მიუნხენურ კლუბში გადასვლაზე მიმდინარე წელს ბევრი დაიწერა და მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს.

კომანი გვარდიოლას მოთხოვნით "ბაიერნმა" 2015 წელს იჯარის წესით "იუვენტუსიდან" დაიმატა. მაშინ პეპი გერმანულ გრანდს ედგა სათავეში და კლუბი 2016 წელს დატოვა. კომანი "რეკორდმაისტერთა" რიგებში ორი წელი იჯარის წესით თამაშობდა და შემდეგ გამოისყიდეს. ჯამში "ბაიერნის" მაისურით ფრანგმა 139 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111608