ჩოგბურთი

13:42 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიმი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი 7:5, 6:3 დაამარცხა და ფინალში პირველად გავიდა. ავსტრიელი პირველად მონაწილეობს ტურნირზე და მიმდინარე სეზონში შეეცდება მეექვსე ტურნირი მოიგოს და 50-ე გამარჯვება იზეიმოს.

ფინალში ტიმს სტეფანოს ციციპასი შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. აღნიშნული ჩოგბურთელები ATP-ის ტურნირებზე ექვსჯერ შეხვდენ, საიდანაც ოთხი მატჩი ავსტრიელმა მოიგო. მიმდინარე წელს ტიმი ციციპასს ჰარდზე პეკინის ტურნირის ფინალში შეხვდა და 3:6, 6:4, 6:1 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.167251