სხვა

11:14 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიუშუ ბაშოზე გაგამარუმ მეშვიდე მარცხი განიცადა და უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს თეიმურზ ჯუღელი. გაგამარუ ჯურიოს მე-9 ნომერ სოკოკურაის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება იყო და ქართველმა გოლიათმა ურთიერთშეხვედრებში მე-14 მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ გაგა უკვე უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა, რადგან წლის ბოლო სუპერტურნირზე 7 მარცხის წილ მხოლოდ 1 მოგება აქვს და კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში უარყოფით ბალანსზე გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ჯურიო დივიზიონიდან მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება.

0.116288