ფეხბურთი

3:58 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზოგჯერ ბედნიერებისთვის მცირედიც საკმარისია - სან მარინომ ორი წლის შემდეგ გოლი გაიტანა (+VIDEO)

ზოგჯერ ბედნიერებისთვის მცირედიც კმარა. სან მარინოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი საკუთარ მოედანზე ყაზახეთის ნაკრებთან განიცადა (1:3). თუმცა, მაინც გაიხარა, რადგან გოლი გაიტანა. „გმირული საქციელი“ 22 წლის თავდამსხმელის, ფილიპო ბერარდის ანგარიშზეა.

ამ მატჩამდე სან მარინოს ბოლო მეტოქის კარი აღებული 2017 წლის 4 სექტემბერს ჰქონდა, როდესაც აზერბაიჯანს გაუტანა (1:5). ვთქვათ ისიც, რომ მშრალი სერია 16 მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა.

უნდა აღინიშნოს, სან მარინოს ნაკრებმა ბოლო გამარჯვება 2004 წლის 28 აპრილს იზეიმა, მაშინ ამხანაგურ მატჩში ლიხტანშტაინი დაამარცხა (1:0). ცნობისთვის, ეს სან მარინოელთა ისტორიაში ერთადერთი გამარჯვებაა, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ მატჩებში...

0.143556