ფეხბურთი

3:34 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

U17: ფრე პორტუგალიასთან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2020 წლის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდის მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იყო, რომელსაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

საბოლოოდ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

საქართველოს ორი ტურის თავზე 1 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში კი, ალბანეთს დაუპირისპირდება და თუ დაამარცხებს ელიტ-რაუნდში გასვლის შანსი ექნება, ადგან ჯგუფებიდან ოთხი მესამეადგილოსანიც გადის. საქართველოსა და ალბანეთის შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება.

პორტუგალია (U17) - საქართველო (U17) 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110963