ჩოგბურთი

20:36 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მილანიდან ლონდონამდე - ციციპასი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასმა როჯერ ფედერერი 6:3, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. გასულ წელს ბერძენმა მილანში ახალგაზრდებს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, ახლა კი ლონდონში შეეცდება ფინალის მოგებას. ასევე, ციციპასი გახდა პირველი ბერძენი, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოიპოვა და შესაბამისად ფინალში გავიდა.

გასულ მატჩში ფედერერს 21 ვინერსი ჰქონდა, ხოლო ციციპასს - 20. უნებლიე შეცდომა ბერძენს შვეიცარიელზე ორით ნაკლები ჰქონდა - 27. მიუხედავად ასეთი მონაცემებისა, ციციპასმა 12-დან 11 ბრეიკ პოინტი გადაარჩინა და შესაბამისად ფედერერი გადამწყვეტ მომენტებში მოიკოჭლებდა. სტეფანოსს ოთხჯერ ჰქონდა ბრეიკის შანსი და სამჯერ მოიგო გეიმი მეტოქის მოწოდებაზე.

ციციპასის მომდევნო მეტოქე დომინიკ ტიმსა და ალექსანდრ ზვერევს შორის საუკეთესო იქნება, რომელიც თბილისის დროით 17 ნოემბერს, 00:00 საათზე დაიწყება. ბერძენი გერმანელს მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდა და 6:3, 6:2 დაამარცხა, ხოლო ტიმს ბოლოს ჰარდზე პეკინში დაუპირისპირდა და 6:3, 4:6, 1:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113894