ფეხბურთი

18:00 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ხამესი სამი კვირით გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ ხამეს როდრიგესი სამი კვირით გამოაკლდა. As-ის ინფორმაციით, კოლუმბიის ნაკრების შეკრებაზე დაშავებული ხამესის გამოჯანმრთელების პროცესი დაახლოებით სამ კვირას გასტანს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელი ახალი გამოჯანმრთელებული იყო და „რეალში“ 22 ოქტომბრიდან მოყოლებული არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ხამესმა „სამეფო კლუბის“ ღირსება 9 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109199