ისტორია

11:50 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

16 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974 – დაიბადა პოლ სქოულზი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. ინგლისის 11-გზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1924 - საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მან მოსკოვში თურქეთის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო.

1927 - შოტლანდიის საფეხბურთო პირველობის მეორე დივიზიონის წარმომადგენელმა “კლაიდბანკმა” თავისი სტადიონი 12 ათას გირვანქად მწევარი ძაღლების რბოლების ორგანიზატორ ფირმას მიჰყიდა.

1936 - გერმანიის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით პირველად გადაიცა საფეხბურთო მატჩი. იმ დღეს ბერლინში, გერმანიისა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს 2:2 დაუზავდნენ.

1950 - ლონდონის “არსენალის” ცენტრალურმა მცველმა ლესლი კომპტონმა ინგლისის ნაკრებს 38 წლისა და ორი თვის ასაკში უკაპიტნა. იმ დღეს ინგლისელები უელსს შეხვდნენ.

1951 - თბილისის “დინამომ” პოლონური ტურნეს მსვლელობისას კრაკოვში, ადგილობრივ “გვარდიას” 3:0 მოუგო. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, იური ვარდიმიადიმ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჯოჯუა, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1955 - ბრიტანელმა კემპბელმა საწყლოსნო კატერი 222 კმ/სთ სიჩქარით გაატარა, რითიც სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანამდე არც ერთ კატერს 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე არ განუვითარებია.

1957 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე ბილ რასელმა NBA-ს ერთ მატჩში განხორციელებულ მოხსნათა რეკორდი დაამყარა. მან ბურთი 49-ჯერ მოხსნა, “სელტიკსმა” კი “ფილადელფიას” 111:89 მოუგო.

1962 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “სან ფრანსისკო უორიორზის” მოთამაშე უილტ ჩემბერლენმა ,”ნიუ იორკ ნიკზთან” ასპარეზობისას 73 ქულა დააგროვა, რითიც NBA-ს რეკორდი დაამყარა.

1969 - ლივერპულის “ენფილდის” სტადიონიდან პირველად განხორციელდა საფეხბურთო მატჩის ფერადი გადაცემა. ერთმანეთს “ლივერპული” და ლონდონის “ვესტ ჰემი” ხვდებოდნენ.

1974 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “მილუოკი ბაქზმა” NBA-ს რეგულარული პირველობის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა წააგო, რითიც გუნდის ანტირეკორდი დაამყარა.

1984 - “ჰიუსტონ როკითსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში 20-ჯერ დააფარა “დენვერ ნაგითსს” და NBA-ს რეკორდი დაამყარა.

1993 - თბილისის “დინამომ” გორის “დილას” 7:2 მოუგო. ამ შეხვედრაში გიორგი ქინქლაძემ ორი გოლი გაიტანა. მე-2 მათგანი “დინამოს” მიერ ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი მე-400-ე ბურთი აღმოჩნდა. თბილისელთა დანარჩენი ხუთი გოლი ზაზა რევიშვილმა, რევაზ არველაძემ, გიორგი ნემსაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გოჩა ჯამარაულმა გაიტანეს.

1994 - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უელსის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები თემურ ქეცბაიამ (2), გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ გაიტანეს. საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპიტანი), შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი), ქინქლაძე, შ. არველაძე. უელსი: საუთჰოლი, ნელსონი (საიმონსი), ბოუენი, მელვილი, კოულმენი, ფილიპსი, ჰორნი, საუნდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

1994 - არგენტინის ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა ხავიერ ადელმარ ძანეტიმ.

2006 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონს ურუგვაის თბილისში 2:0 მოუგო.

2006 - იამაიკის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის სერბი სპეციალისტი, ბორა მილუტინოვიჩი დაინიშნა.

2007 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძელთა ნაკრები 2:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები ჯაბა კანკავამ და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს. საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2007 - კიუსიუს ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ დასავლეთის მეათე მაეგაშირა, იოშიკაძე დაამარცხა. მეექვსე ტურში მიღწეული წარმატებით, კოკაის 4 გამარჯვება დაუგროვდა.

2013 - რაგბი. საქართველომ ტესტ-მატჩში აშშ-თან თბილისში 23:25 წააგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1947 - ანატოლი აკიმოვი. საბჭოთა წყალბურთელი. 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1955 - ექტორ რაულ კუპერი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას (ამპლუით მცველი) გამოდიოდა “ფერო კარილ ოესტესა” და “ურაკანში”. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი. წვრთნიდა “ურაკანს” (1993-95), “ლანუსს” (1995-97), “მალიორკას” (1997-99, 2004, 06), “ვალენსიას” (1999-2001), მილანის “ინტერს” (2001-03), “ბეტისს” (2007), “პარმას” (2008), საქართველოს ეროვნულ ნაკრებს (2008-09), სალონიკის “არისს” (2009-11), სანტანდერის "რასინგს" (2011), ორდუსუსპორს" (2011-13), "ალ ვასლს" (2013-14), 2015 წლიდან ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. მოპოვებული აქვს ესპანეთის სუპერთასი (1998). საბერძნეთის თასი (2010). 2000 და 2001 წლებში “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, 1998 წელს კი “მალიორკა” თასების თასის ფინალში.

1959 - ბერტ კამერონი. იამაიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1961 - ფრენკ ბრუნო. დიდი ბრიტანელი მოკრივე. პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფლობდა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

1963 - ზინა ჰარისონი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. 1988 და 1990 წლებში მოგებული აქვს უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი.

1964 - ტიიტ სოკი. საბჭოთა კავშირისა და ესტონეთის ნაკრებების, ტარტუს “კალევის” გამთამაშებელი-მსროლელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968 - მელვინ სტიუარტი. ამერიკელი მოცურავე. 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1971 - ალექსანდრ პოპოვი. რუსი მოცურავე. მოგებული აქვს ოლიმპიადა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე მოპოვებული აქვს სხვადასხვა სინჯის 40 მედალი.

1973 - ჯო ჰუდეპოლი. ამერიკელი მოცურავე. 800 მეტრზე თავისუფალი სტილით 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1974 - პოლ სქოულზი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. ინგლისის 11-გზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მფლობელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.

1974 - გიორგი რევაზიშვილი. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 65 კგ წონით კატეგორიაში. მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1994). 1996 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. კონტინენტის პირველობებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის (1997) და ბრინჯაოს ორი მედალი (1993, 1994). ატლანტის 1996 წლის და სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადების მონაწილე.

1977 - ოქსანა ბაიული. უკრაინელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. ქალთა ერთეულთა თანრიგში 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1980 - ჯოშ მური. “ლოს ანჯელეს კლიპერსის” მეფარე (218 სმ).

1982 - ამარე სტაუდმაიერი. “ფინიკს სანზის” (2002-10) და “ნიუ იორკ ნიკზის” (2010 წლიდან) მძიმე ფორვარდი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ მატჩში გაკეთებული აქვს 50 ქულა. 2005, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში. “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1964 - პიტ მოსკოფსი. ჰოლანდიელი ველოსიპედისტი. იგი 1921-24 და 1926 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მოგებული აქვს “ტურ დე ფრანსი”. გარდაიცვალა 71 წლის ასაკში.

0.116379