ფეხბურთი

13:50 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" შობამდე ფლიკი გაწვრთნის

მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე წლის ბოლომდე ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა.

ფლიკს „ბაიერნში“ საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა შობამდე მოუწევს და გუნდს პირველ წრეს ჩაამთავრებინებს.

„ჩვენ ვენდობით ფლიკს. მას აქვს შთამბეჭდავი ცოდნა ვარჯიშისა და ტაქტიკის შესახებ. ფეხბურთელებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა“, - თქვა ბოსნიელმა.

54 წლის ფლიკი „ბაიერნის“ დროებით მწვრთნელად ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენურმა გიგანტმა პირეოსის „ოლიმპიაკოსსა“ (2:0) და დორტმუნდის „ბორუსიას“ (4:0) მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126624