სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:48 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელთა შეფასებები: ერთი შეცდომის ფასი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი სენტ გალენში, შვეიცარიასთან მარცხით დაასრულა (0:1). ვერ ვიტყვით, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ურიგო შთაბეჭდილება დატოვა და უქულოდ დარჩენას იმსახურებდა. პირიქით, თავისუფლად შეიძლებოდა მოეგო კიდეც.

თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს რიგ ეპიზოდებში მეტი სითამამე და აგრესიულობა აკლდათ შეტევაში, რიგ მომენტებში კი, ხელსაყრელი საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს. ბოლოსკენ, დაცვაში ერთი მოდუნება და პოზიციურად არასწორი თამაში კი, მატჩის წაგებად დაუჯდათ.

WORLDSPORT.GE გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს გუშინდელი მატჩიდან:

გიორგი ლორია 7.5 - გიორგი ლორიამ არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. ქართველ მეკარეს პრაქტიკულად უშეცდომო თამაში ჰქონდა და შეიძლება ე.წ „მკვდარი ბურთი“ არ აუღია, მაგრამ ყველა ასაღები ბურთი აიღო. გაშვებულ გოლში კი, მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

ოთარ კაკაბაძე 5.5 - შეტევაში ჩართვა უჭირდა, მაგრამ საპირისპირო ფლანგისგან განსხვავებით, უფრო აქტიურობდა. ერთხელ ვაკო ყაზაიშვილს კარგი პასი გაუკეთა და შეტევაც საინტერესოდ განავითარა. მის შეფასებაზე დიდი გავლენა სედრიკ იტენის გოლმა იქონია, რადგან არასწორ პოზიციაში იმყოფებოდა და შეიძლება ითქვას, შვეიცარიელი მის ზონაში სრულიად მარტო აღმოჩნდა.

გურამ კაშია 6 - იტენის გოლში დამნაშავე მთლიანად დაცვის ხაზია - არასწორი განლაგების გამო. მათ შორის, ბუნებრივია ნაკრების ვიცე-კაპიტანიც, რომელიც მართალია სხვა ფეხბურთელს მეურვეობდა, მაგრამ ფაქტია, დაცვაში შეცდომა აშკარა იყო.

გია გრიგალავა 6 - გრიგალავამ მთლიანოაბშიკარგი თამაში ჩაატარა და საერთოდაც, კარგ ფორმაშია. ბევრი დუელი მოიგო და აიეტის დიდი გასაქანიც არ მისცა. თუმცა, ჰქონდა შეცდომებიც,განსაკუთრებით, პასების დროს.

დავით ხოჭოლავა 5.5 - დაცვაში თუ შეცდომები ბევრი არ ჰქონდა, შეტევას საერთოდ ვერ ეხმარებოდა. თუმცა, ეს თავიდანვე ცხადია იყო, რადგან ხოჭოლავას საქმე ფლანგის მცველობა ნამდვილად არაა, მაგრამ ვაისი ხანდახან სხვაგვარად ფიქრობს...

ჯაბა კანკავა 6.5 - კაპიტანი კვლავ ბრძოლაში იყო. პირველი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში მის აქტივშია.

ოთარ კიტეიშვილი 6.5 - კიტეიშვილის კარგი თამაში უკვე სიახლე აღარაა, ჩველებრიობაა. ოთარმა შვეიცარიელთა გამოცდილი ნახევარდაცვის პირისპირ თავისი სიტყვა თქვა, შეტევებსაც კარგად იწყებდა და დაცვასაც ეხმარებოდა. პირველ ტაიმში ელვედის დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანა, პრაქტიკულად ეს გოლის ტოლფასი იყო. გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ იან სომერმა აჯობა.

ვაკო გვილია შ.გ - გვილიამ მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა.

ლევან შენგელია 6 - აქტიურობდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. პირველ ტაიმში მის ფლანგურ გადაცემას ყველაზე რეალური მომენტი მოჰყვა, ქვილითაიამ ძელს გაარტყა ბურთი. მეორე ნახევარში ძალიან მცირედი დააკლდა შორეული დარტყმით რომ გაეტანა. მცდელობა შემდეგაც ჰქონდა ორჯერ, განსაკუთრებით ერთ შემთხვევაში მართებდა უკეთ გარჯა, როცა კაკაბაძე-ყაზაიშვილის ეფექტურ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. შეიძლებოდა მეტი ქულით შეგვეფასებინა, მაგრამ განიავებულმა ხელსაყრელმა მომენტებმა გავლენა იქონია.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - შემტევებს შორის ალბათ ყველაზე აქტიური იყო. ორჯერ ჰქონდა გატანის მცდელობა. პირველად სანტიმეტრები დააკლდა რომ ანაგარიში გაეხსნა, მერე გათანაბრება შეეძლო, ტექნიკურად ითამაშა, მაგრამ სომერს ძლიერად ვეღარ დაურტყა.

ზურიკო დავითაშვილი 5.5 - დავითაშვილი ეროვნული ნაკრების ახალი სახეა და ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა. დასაწყისში შენგელია ფლანგზე კარგად გაიყვანა, მაგრამ მეტის მოლოდინი გვქონდა. რიგ ეპიზოდებში თამაშიდან ჩაკარგული იყო.

გიორგი პაპუნაშვილი შ.გ - პაპუნაშვილმა მოედანზე 10 წუთზე ნაკლები დრო გაატარა, რაც შესაფასებლად ლოგიკურია ვერ გამოდგება.

გიორგი ქვილითაია 5.5 - ქართველ ფორვარდს სამი შვეიცარიელი მცველის გარემოცვაში ხშირად უწევდა თამაში. მატჩის საწყის ნაწილში აკანჯისაც აჯობა და სომერსაც, მაგრამ ძელს - ვეღარ. შვეიცარია აშკარა და ლამაზ გოლს გადაურჩა. მეორე ტაიმში დაღლილობა დაეტყო და შეცვალეს.

ელგუჯა ლობჯანიძე შ.გ - თამაშს უბრალოდ ვერაფერი შემატა, თუმცა ამისთვის დიდი დროც არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.122542
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X