ფეხბურთი

17:50 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლოკომოტივი“ ძმებ მირანჩუკებს 100 მილიონად აფასებს

საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობა თავის ნახევარმცველებს, ძმებ მირანჩუკებს, 100 მილიონ ევროდ აფასებს - გვამცნობს Calciomercato.com.

წყაროს ინფორმაციით, „რკინიგზელები“ მზად არიან ამ თანხად ძმებს დაემშვიდობონ. თანაც, ალეკსეიში 60 მილიონს ითხოვენ, ანტონში - 40.

რუსეთის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ, „ლოკომოტივს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. 5 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ზენიტს.“

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში კი, 4 ტურის შემდეგ, 3 ქულით მესამე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115887