სხვა

15:18 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020 ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის დეტალებს ასაჯაროებს

ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური და XVI პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიური ცეცხლის დანთების, მისი გადაცემის და ესტაფეტის დეტალებს აქვეყნებს. ამ ცერემონიალებს უხელმძღვანელებს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი.

ცეცხლის დანთების ცერემონიალი შედგება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში, იქ სადაც ჩვენს წელთაღიცხვამდე 776 წელს საფუძველი ჩაეყარა ოლიმპიურ თამაშებს. ჰერას ტაძრის ნანგრევებთან, ტრადიციული მეთოდით - პარაბოლურ სარკეში მზის სხივების არეკვლით ცეცხლს დაანთებს უფროსი ქურუმი.

ოლიმპიური ცეცხლის ბერძნული ეტაპი 8 დღეს გაგრძელდება (12-19 მარტი). პირველ მეჩირაღდნეთა შორის დასახელდნენ იაპონელები: ოლიმპიური ჩემპიონი მარათონში მიზუკი ნოგუჩი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები - ძიუდოისტი ტადაჰირო ნომურა და მოჭიდავე საორი იოშიდა.

ესტაფეტის ბერძნული ეტაპის დასრულების შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს პანათინაიკოსის სტადიონზე 19 მარტს მოწყობილ საგანგებო ცერემონიალზე ჩაიბარებს ტოკიო-2020, რომელიც მას სპეციალური რეისით ტოკიოში ჩაიტანს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121668