კალათბურთი

10:51 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში იბერი, ვინგსი და აკადემია გავიდნენ

ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელთა შორის, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. დედაქალაქის საუკეთესო გუნდების გამოვლენასთან ერთად ტურნირი საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდებს შეარჩევს. პლეი ოფში გასული 8 საუკეთესო ქვეყნის პირველობაზე გადაინაცვლებს.

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში 22 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში (5-5-6-6) არიან განაწილებულნი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სწორედ ეს 8 გუნდი მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონატის საგზურს და ბრძლას თბილისის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად განაგრძობს.

“ა” ჯგუფში თამაშები დასრულდა და პლეი ოფის საგზური პირველზე გასულმა “იბერისა” და “აკადემიის” პირველმა გუნდებმა მოიპოვეს. პლეი ოფში გავიდა “დ” ჯგუფის გამარჯვებული “ვინგსი 2”-იც. დანარჩენ ჯგუფებში მთლიანობაში 10 მატჩია გასამართი, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას ჩატარდება.

gbf.ge

0.117909