ჩოგბურთი

9:48 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჯოკოვიჩს მოუგო, ნადალმა პირველობა გაინაღდა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა, რომელი ჩოგბურთელიც მოიგებდა, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფელბას ის მოიპოვებდა. როჯერმა ბოლო 4-წელიწადში პირველად ჯოკოვიჩს 6:4, 6:3 მოუგო. ნოლე ტურნირს გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფაელ ნადალი სეზონს რეიტინგში პირველ ადგილზე დაამთავრებს, რაც ისტორიაში მეხუთედ ხდება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფედერერმა შვიდი შესაძლებლობიდან სამი ბრეიკი შეასრულა, ნოლეს კი ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

როჯერი წლის შემაჯამებეი ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში მეთექვსმეტედ გავიდა, სულ კი ტურნირი ექვსჯერ აქვს მოგებული.

ურთიერთშეხვედრებში სერბი შვეიცარიელს 26:23 ამარცხებს.

1. ტიმი 3 2 1 4:3 2
2. ფედერერი 3 2 1 4:2 2
3. ჯოკოვიჩი 3 1 2 3:4 1
4. ბერეტინი 3 1 2 2:4 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11597