ფეხბურთი

9:07 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი ინგლისის ნაკრების ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე დადგა

„ტოტენჰემის“ შემტევმა, ჰარი კეინმა, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ჩერნოგორიის წინააღმდეგ (7:0), ჰეთ თრიქი გაიფორმა და ინგლისის ნაკრების ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე დადგა.

„სამი ლომის“ მაისურით მან 43 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ნეტ ლოფჰაუსს, ალან შირერსა და ტომ ფინის გაუსწრო. საუკეთესო მეგოლე კი უეინ რუნია 53 ბურთით.

მეგოლეთა პირველი ხუთეული კი ასეთია: 1. უეინ რუნი (53), 2. ბობი ჩარტლტონი (49), 3. გარი ლინეკერი (48), 4. ჯიმი გრივსი (44), 5. მაიკლ ოუენი (40).

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში კეინმა 28 მატჩში 22 ბურთი გაიტნა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116438